მზე

მზე

Tuesday, January 10, 2017

ინტერნეტ-ვიქტორინა - 2017 წ.

1.პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი იტალიის დედაქალაქ რომში გამოიცა, საქართველოდან წასული ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მიერ. ეს წიგნი იყო „ქართული ანბანი“, რომელსაც ლოცვები ერთვოდა თან. რას უწოდებდნენ იტალიელები ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს?

2. ქართული ანბანის განვითარების სულ რამდენი საფეხური არსებობს?

 3. რომელი დღესასწაულის დროს ეწყობოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და ქალაქში ჭონაობა?

4. დაასახელეთ მწვერვალი, რომელსაც მე-19 საუკუნეში ჯორჯ ევერესტის საპატივცემულოდ ევერესტი უწოდეს?

5. წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი თორმეტის წლის ასაკში წავიდა კლარჯეთის უდაბნოში. იქ ბერად აღიკვეცა და დაიწყო მოღვაწეობა. შემდეგ იგი იერუსალიმში წავიდა. იერუსალიმის რომელ მონასტერში დაემკვიდრა წმიდანი სამოღვაწეოდ?

6. რა ერქვა წმიდა ქალწულმოწამე ბარბარეს მამას?

7. რა ჰქვია ბიბლიის პირველ წიგნს?

8. რომელი საუკუნიდან გავრცელდა საქართველოში ბოლნისის ჯვრის სახეობა?

9. რომელ საუკუნეშია აგებული ბიჭვინთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი?

10. ვის ეკუთვნის სიტყვები: „ჭეშმარიტი მეგობარია ის, ვინც მოყვასს განსაცდელის ჟამს არ მიატოვებს, მასზე დატეხილ განსაცდელს, გასაჭირს, უბედურებას და მწუხარებას ყოველგვარი განგაშის გარეშე იტანს, როგორც საკუთარს.“ 

11. სადაური იყო წმიდა მოწამე აბო თბილელი?

 12.რა გვარის იყვნენ არგვეთის მთავარნი წმიდა დიდმოწამენი დავითი და კონსტანტინე? 

13. რომელი წმიდანის სახელობის არის ილორის ტაძარი, რომელიც აფხაზეთში მდებარეობს?

14. რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)?

15. რომაელებიდან ჩვენამდე მოაღწია ტერმინმა „კალკულაცია“. როგორ ითარგმნება იგი სიტყვა-სიტყვით ქართულად?

16. იესო ქრისტეს რომელმა მოციქულებმა იქადაგეს საქართველოში ქრისტიანობა?  

17. რა ჰქვია ზეთის ლამპარს, რომელიც ხატის წინ ანთია?

18. რომელ მთაზე გადასცა უფალმა წმიდა მოსე წინასწარმეტყველს ათი მცნება?

19. რომელმა მეფემ ააგო კლარჯეთში, არტანუჯის ციხესთან წმიდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია?

20. საქართველოს რომელ მთას უწოდებენ „რკინის ჯვარს“?


Tuesday, December 15, 2015


ინტერნეტ-ვიქტორინა - 2015-2016 წწ.


 1. საქართველოს რომელი მეფის დროს არის აგებული თბილისის მეტეხის ტაძარი? 


       2.  რას უწოდებდნენ ძველად ხორბალს? 

       3. პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი იტალიის დედაქალაქ რომში გამოიცა, საქართველოდან წასული ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მიერ. ეს წიგნი იყო „ქართული ანბანი“, რომელსაც ლოცვები ერთვოდა თან. რას უწოდებდნენ იტალიელები ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს? 

 4.  საქართველოს რომელ უძველეს კუთხეში მდებარეობს სოფელი თავფარავანი?

       5.  საქართველოს რომელი მეფე მონაწილეობდა დიდგორის ბრძოლაში?

       6. რომელმა უსჯულო დამპყრობელმა დაანგრია ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული არტანუჯის ციხე?

       7. რამდენი შვილი ჰყავდათ ცხრა ძმა ხერხეულიძის მშობლებს?

       8. ირაკლი აბაშიძის რომელი ლექსიდან არის ეს ნაწყვეტი:

„თუ ყველაფერი არის სიზმარი,
თუ ბინდისფერი არის ყოველი,
მაშინ რატომ დგას დღეს მცხეთის ჯვარი,
რატომ დგას ისევ სვეტიცხოველი?“

       9. რომელ საუკუნეშია აგებული ნიკორწმინდის ტაძარი?
         
       


        10. საქართველოს რომელ ტაძარშია წმიდა ნინოს სურათზე გამოსახული ფრესკა?

       






       11. აფხაზთა რომელმა მეფემ ააგო მე-10 საუკუნეში მოქვის ტაძარი?

       12. ვისი სახელობის არის აფხაზეთში მდებარე ლიხნის ტაძარი? 

       13. რას უწოდებენ წმიდა წერილს სხვაგვარად? 

       14. ქართული ანბანის განვითარების სულ რამდენი საფეხური არსებობს? 

       15.  რომელი დღესასწაულის დროს ეწყობოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და ქალაქში ჭონაობა?

       16.  რა ჰქვია საბარძიმე ღვინოს, რომელსაც წირვაზე წმიდა ზიარებისას იყენებენ?

       17.  რა ერქვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამას? 

       18. რომელი დიდი საუფლო დღესასწაულია გამოსახული მოცემულ ხატზე?

      
        19. რომელ მდინარეში მონათლა წმიდა იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე? 

        20. რომელმა წმიდა მამამ დააარსა ზარზმის მონასტერი?

        21. რა ერქვა წმიდა კონსტანტი კახის ვაჟიშვილს?

        22.  სადაური იყო წმიდა მოწამე აბო თბილელი?

        23.  რა გვარის იყვნენ არგვეთის მთავარნი წმიდა დიდმოწამენი დავითი და კონსტანტინე?

        24. რომელი წმიდანის სახელობის არის ილორის ტაძარი, რომელიც აფხაზეთში მდებარეობს?

        25. რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)?

        26.  რომელი დამპყრობელის დროს ეწამა საქართველოში მეტეხის ხიდზე ასი ათასი მოწამე?

        27.  რომელ საუკუნეებშია აგებული მარტვილის მონასტერი?

        28.  რომელ მთაზე გადასცა უფალმა წმიდა მოსე წინასწარმეტყველს ათი მცნება? 

        29. რომელ საუკუნეშია აგებული ალავერდის მონასტერი?

        30.  არსებობს ტბა „ისიკყული“, რომელიც ქართულად სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც ... 

        31.  სულხან-საბა ორბელიანის მიერ შედგენილი ლექსიკონის მიხედვით, რომელი ძველი ქართული სიტყვა განიმარტება, როგორც - მნათე, მესანთლე?

        32. იერუსალიმის მახლობლად მდებარე რომელ მთაზეა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფლავი? 

       33. რომელი მონასტრის მე-15 საუკუნეში გადაწერილ სახარების გვერდებზეა მიწერილი „ვეფხისტყაოსნის“ ერთი ნაწყვეტი? 

       34. რომელ ოკეანეში იპოვეს 1938 წელს თევზი ლატიმერია?

       35. რა ერქვა ძველად სვანეთში ახალ წელს?

       36.  სად იღებს სათავეს მდინარე ენგური?

       37.  რომელ წმიდა მამას ეკუთვნის სიტყვები: „უგულისყუროდ ნუ მოეკიდები საქმეს, რომლისგანაც შედეგს მოელი, რადგანაც სადაც ღვაწლია, დიდებაც იქ არის და სადაც შრომაა, გვირგვინიც იქ არის.“ 

       38.  ვის ალბომში წერს მიხეილ ჯავახიშვილი სიტყვებს: 
„ყველაფერი რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.“ ? 

     39. ბერად აღკვეცის შემდეგ რა სახელი ეწოდა წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის შვილს მეფე დემეტრეს?

   40. გიორგი ლეონიძის რომელი მოთხრობიდან არის ნაწყვეტი: „თუ შენს გუნებას დილიდანვე მზის სხივი არ შეჰყვა, ძნელი იქნება ცხოვრება! იმ პირველმა სხივმა უნდა მოგივარაყოს გუნება! უნდა თან აგყვეს და შენც მას უნდა აჰყვე! მაშინ ჰნახავ, - არასოდეს არ დაღამდები!...“ – 

 41. საქართველოს რომელ კუთხეში შემოვიდა პირველად საქადაგებლად წმიდა ანდრია მოციქული?

     42.  საქართველოს რომელ მთას უწოდებენ „რკინის ჯვარს“?

     43.  რა ერქვა წმიდა ნინოს ბიძას, იერუსალიმის პატრიარქს?

   44.   რომელმა მეფემ უბოძა გლეხ ბოსტაშვილებს აზნაურობის წოდება? 

    45. სად მოხდა ბრძოლა, რომელშიც სამასი თავდადებული არაგველი გმირულად დაიღუპა?


  46. რა ერქვა რომაელთა ჯარის ხელმძღვანელს, რომელმაც მცხეთაში პომპეუსის ხიდი ააგო? 

  47. რომელმა მეფემ ააგო კლარჯეთში, არტანუჯის ციხესთან წმიდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია?

  48. რომელი წმიდა მამა იყო წმიდა სერაპიონ ზარზმელის სულიერი აღმზრდელი?

  49. რომელი მოციქულის უმცროსი ძმა იყო წმიდა იოანე ღვთისმეტყველი?

  50. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, სად გაემგზავრა წმიდა იოანე მოციქული საქადაგებლად?