ინტერნეტ-ვიქტორინა - 2017 წ.
1.პირველი
ქართული ნაბეჭდი წიგნი იტალიის დედაქალაქ რომში გამოიცა, საქართველოდან წასული ნიკოლოზ
ჩოლოყაშვილის მიერ. ეს წიგნი იყო „ქართული ანბანი“, რომელსაც ლოცვები ერთვოდა თან.
რას უწოდებდნენ იტალიელები ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს?
2. ქართული ანბანის განვითარების სულ რამდენი საფეხური
არსებობს?
3. რომელი დღესასწაულის
დროს ეწყობოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და ქალაქში ჭონაობა?
4. დაასახელეთ მწვერვალი, რომელსაც მე-19 საუკუნეში ჯორჯ
ევერესტის საპატივცემულოდ ევერესტი უწოდეს?
5. წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი თორმეტის წლის ასაკში
წავიდა კლარჯეთის უდაბნოში. იქ ბერად აღიკვეცა და დაიწყო მოღვაწეობა. შემდეგ იგი იერუსალიმში
წავიდა. იერუსალიმის რომელ მონასტერში დაემკვიდრა წმიდანი სამოღვაწეოდ?
6. რა ერქვა წმიდა ქალწულმოწამე ბარბარეს მამას?
7. რა ჰქვია ბიბლიის პირველ წიგნს?
8. რომელი საუკუნიდან გავრცელდა საქართველოში ბოლნისის
ჯვრის სახეობა?
9. რომელ საუკუნეშია აგებული ბიჭვინთის ყოვლადწმიდა
ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი?
10. ვის ეკუთვნის სიტყვები: „ჭეშმარიტი მეგობარია ის, ვინც
მოყვასს განსაცდელის ჟამს არ მიატოვებს, მასზე დატეხილ განსაცდელს, გასაჭირს, უბედურებას
და მწუხარებას ყოველგვარი განგაშის გარეშე იტანს, როგორც საკუთარს.“
11. სადაური იყო წმიდა
მოწამე აბო თბილელი?
12.რა გვარის იყვნენ
არგვეთის მთავარნი წმიდა დიდმოწამენი დავითი და კონსტანტინე?
13. რომელი
წმიდანის სახელობის არის ილორის ტაძარი, რომელიც აფხაზეთში მდებარეობს?
14. რომელ
საუკუნეში მოღვაწეობდა წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)?
15. რომაელებიდან ჩვენამდე მოაღწია ტერმინმა „კალკულაცია“.
როგორ ითარგმნება იგი სიტყვა-სიტყვით ქართულად?
16. იესო ქრისტეს რომელმა მოციქულებმა იქადაგეს საქართველოში
ქრისტიანობა?
17. რა ჰქვია ზეთის ლამპარს, რომელიც ხატის წინ ანთია?
18. რომელ მთაზე გადასცა უფალმა წმიდა მოსე წინასწარმეტყველს
ათი მცნება?
19. რომელმა მეფემ
ააგო კლარჯეთში, არტანუჯის ციხესთან წმიდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია?
20. საქართველოს
რომელ მთას უწოდებენ „რკინის ჯვარს“?
No comments:
Post a Comment